ტრენინგის მოდული

კურსი შედგება 8 მოდულისაგან:

მოდული 1: პროექტებით სწავლება
მოდული 2: ჩემი პროექტის დაგეგმვა
მოდული 3: კავშირები
მოდული 4: სასწავლო ნიმუშების შედგენა
მოდული 5: მოსწავლეთა პროექტების შეფასება
მოდული 6: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის
მოდული 7: ფასილიტაცია ტექნოლოგიებით 
მოდული 8: სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენება 



პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.

ინტელის სასწავლო კურსი მასწავლებლებს სთავაზობს პროექტებით სწავლებასპროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექტს, მოსწავლეებს განუვითაროს 21-ე საუკუნის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.

ინტელის ძირითად კურსში მასწავლებლები შეისწავლიან, თუ როგორ შექმნან ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განსაზღვრონ მათი მომზადებისათვის საჭირო სავარაუდო დრო, როგორ იმუშაონ სასწავლო პროექტის გეგმაზე. 

მთავარი კითხვა:
  • როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად?

    საკვანძო კითხვები:
    • როგორ დაეხმარება პროექტები ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში) და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში?
    • როგორ გამოვიყენოთ პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისთვის?

    ამოცანები:
    • ინტელის ძირითადი კურსის მიზნებისა და მოლოდინების განსაზღვრა;
    • პროექტის პორტფოლის შექმნა;
    • პროექტის დაგეგმვისა და პროექტების სწავლებაში დანერგვის მიდგომის განხილვა
    • პროექტების გამოქვეყნება სხვებისთვის გასაზიარებლად;
    • ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის განხორცილება, რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება.

    ტრენინგის შესახებ:
    მეთოდები: კურსის მსვლელობა აგებულია აქტიური სწავლის ისეთ ფორმებზე, როგორიცაა: აქტიური ლექცია, სიმულაცია, როლური თამაში, დემონსტრირება-მართული პრაქტიკა-დამოუკიდებელი ვარჯიში და სხვ.; ტრენინგის სესიების ორგანიზების ფორმები: ინდივიდუალური, მუშაობა  წყვილებში, მუშაობა ჯგუფებში

    სამიზნე ჯგუფი: კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს საჯარო სკოლის მასწავლებლები. 

    კურსის ხანგრძლივობა: კურსი მოიცავს 8 მოდულს. კურსის სრული ხანგრძლივობაა 9 ოთხსაათიანი ტრენინგი(სულ 36 საათი)

    • I მოდული - მოიცავს პროექტის მოთხოვნების გაცნობას;
    • II მოდული - მოიცავს მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირებას, შეფასების სხვადასხვა მეთოდების განხილვას;
    • III მოდული -  მოიცავს ინტერნეტ-რესურსების გამოყენებას პროექტში;
    • IV მოდული - მოიცავს მოსწავლეთა ნიმუშების შექმნას;
    • V მოდული - მოიცავს მოსწავლეთა პროექტების შეფასებას;
    • VI მოდული - მოიცავს ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებას (დიფერენცირებულ სწავლებას)
    • VII მოდული -  მოიცავს ფასილიტაციის რესურსების შექმნას;
    • VIII მოდული - მოიცავს პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციას.

    წინა საკვალიფიკაციო მოთხოვნა: იმისათვის, რომ მასწავლებელმა მონაწილეობა მიიღოს ტრენინგ-კურსში, მას უნდა გააჩნდეს შემდეგი კომპეტენციები: საოფისე პროგრამების გამოყენების უნარი (მუშაობის გამოცდილება), ინტერნეტში ძიება, ელ-ფოსტის მოხმარება. 

    შედეგი თვალსაჩინოა, თუ მონაწილე მასწავლებელი: 
    ქმნის პერსონალურ სასწავლო პროექტის ელ-პორტფოლიოს, რომელიც მოიცავს: პროექტის გეგმას, მოსწავლის ნიმუშებს, სასწავლო პროექტის გზამკვლებებს, შეფასებებს და ა.შ.


     

    სერთიფიცირების პირობები: მინიმუმ 28 საათზე დასწრება; მოდულის დასრულების შემდეგ შესაბამისი დავალების წარდგენა ელექტრონულ ფორმატში; კურსის ბოლოს გამოქვეყვნებული პროექტის პორტფოლიო.


    Комментариев нет:

    Отправить комментарий