პროექტის პორტფოლიოს შემუშავების მიზანია მისი კლასში გამოყენებით მოსწავლეთა სწავლის ხარისხის გაუმჯობესება, მათში სასწავლო მიზნების მიღწევასა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში დახმარება.
პორტფოლიოს საქაღალდის შექმნა
პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა
4
|
3
|
2
|
1
|
|
სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას
ვითვალისწინებთ სტანდარტებსა და მიზნებს.
|
||||
გეგმაში ნათლადაა ახსნილი, თუ როგორ
განაპირობებს გეგმით განსაზღვრული სამუშაოს შესრულება მოსწავლეების მიერ სტანდარტების
და მიზნების მიღწევას.
|
გეგმაში ახსნილია, თუ როგორ განაპირობებს
გეგმით განსაზღვრული სამუშაოს შესრულება მოსწავლეების მიერ სტანდარტების და მიზნების
მიღწევას, მაგრამ სქემატურია
|
გეგმაში ახსნილია, რომ გეგმით განსაზღვრული
ზოგიერთი სამუშაოს შესრულება მოსწავლეებს დაეხმარება სტანდარტების და მიზნების მიღწევაში
|
გეგმაში ახსნილია, რომ გეგმით განსაზღვრული
სამუშაოს მხოლოდ მცირე ნაწილი დაეხმარება მოსწავლეებს სტანდარტების და მიზნების მიღწევაში.
|
|
სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას
ვითვალისწინებთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.
|
||||
გეგმაში ინტეგრირებულია სწავლების,
მოდელირების და პრაქტიკის მრავალფეროვანი შესაძლებლობები, რომლებიც მოსწავლეებს
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებასა და დახვეწაში დაეხმარება.
|
გეგმაში ინტეგრირებულია სწავლების
და მოდელირების შესაძლებლობები, რომლებიც მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების
განვითარებასა და დახვეწაში დაეხმარება, მაგრამ არ იძლევა ყველა სქემის გააზრების
შესაძლებლობას.
|
მოსწავლეები პრაქტიკაში იყენებენ
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს გაკვეთილზე, თუმცა ამ უნარ-ჩვევების სწავლებისა და განვითარების
შესაძლებლობები შეზღუდულია. შეკითხვები ძალიან ზოგადია.
|
მოსწავლეები იშვიათად იყენებენ
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს გაკვეთილზე.
|
|
სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას
ვითვალისწინებთ მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებს.
|
||||
გეგმაში ინტეგრირებულია სასწავლო
გეგმის განმსაზღვრელი შეკითხვები, რათა მოსწავლეებმა აქცენტი გააკეთონ მნიშვნელოვან
ცნებებსა და გაკვეთილის არსებით საკითხებზე.
|
გეგმაში ხშირად გამოიყენება მიმართულების
მიმცემი საკვანძო შეკითხვები, რათა მოსწავლეებმა აქცენტი გააკეთონ მნიშვნელოვან ცნებებსა
და გაკვეთილის არსებით საკითხებზე, მაგრამ არ იძლევა ყველა ცნების გააზრების შესაძლებლობას.
|
გეგმაში ზედაპირულად გამოიყენება
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები და მათი გამოყენება მოსწავლეების ყურადღების
მიზანმიმართულად კონცენტრირებას არ ემსახურება. შეკითხვები ძალზედ ზოგადია/ან არ
ემსახურება საკითხის არსის გააზრებას.
|
გეგმაში არ გამოიყენება მიმართულების
მიმცემი საკვანძო შეკითხვები.
|
|
სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას
ვიყენებთ მრავალფეროვან პროდუქტებს.
|
||||
გაკვეთილის გეგმის მიხედვით, მოსწავლეებს
ცოდნის დემონსტრირების ფორმებს შორის არჩევანის უფლება აქვთ. ისინი ქმნიან პროდუქტებს
და წარმოადგენენ ურთიერთდაკავშირებული დავალებებისა და აქტივობების მეშვეობით.
|
გაკვეთილის გეგმის მიხედვით, მოსწავლეებს
ცოდნის დემონსტრირების ფორმებს შორის გარკვეული სახის არჩევანის უფლება აქვთ. ისინი
ქმნიან პროდუქტებს და წარმოადგენენ ურთიერთდაკავშირებული დავალებებისა და აქტივობების
მეშვეობით. შემოთავაზებულია რამდენიმე ფორმა და მოსწავლეები მათგან არჩევენ.
|
გაკვეთილის გეგმის მიხედვით, ცოდნის
დემონსტრირების ფორმებს შორის არჩევანის უფლება შეზღუდულია. ისინი ასრულებენ აქტივობებს,
რომლებიც საბოლოო პროდუქტს ან ცოდნის გამოყენებას ნაკლებად უკავშირდება.
|
მოსწავლეებს არ აქვთ შესაძლებლობა,
წარმოადგინონ თავიანთი ცოდნა, პროდუქტის შექმნით და პრაქტიკაში გამოყენებით.
|
|
სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას
ვითვალისწინებთ განსხვავებებს მოსწავლეთა შესაძლებლობებში.
|
||||
გეგმაში ნათლად განსაზღვრული და
გათვალისწინებულია სხვადასხვა ტიპის მსწავლელთა საჭიროებები.
|
გეგმაში გათვალისწინებულია სხვადასხვა
ტიპის მსწავლელთა საჭიროებები.
|
გეგმაში მინიმალურადაა გათვალისწინებული
სხვადასხვა ტიპის მსწავლელთა საჭიროებები.
|
გეგმაში არაა გათვალისწინებული სხვადასხვა
ტიპის მსწავლელთა საჭიროებები.
|
|
ტექნოლოგიების გამოყენება ხელს
უწყობს შინაარსის ათვისება.
|
||||
გაკვეთილზე მოსწავლეები იყენებენ
ტექნოლოგიებს თემატიკისა და ცნებების უკეთ გაგებისთვის, თემატიკის შესაბამისი უნარ-ჩვევებისა
და სტრატეგიების განვითარებისთვის.
|
გაკვეთილზე მოსწავლეები იყენებენ
ტექნოლოგიებს მნიშვნელოვანი ცნებების უკეთ გაგებისთვის, თემატიკის შესაბამისი უნარ-ჩვევების
განვითარებისთვის.
|
გაკვეთილზე მოსწავლეები იყენებენ
ტექნოლოგიებს მნიშვნელოვან ცნებებზე ინფორმაციის მოპოვებისთვის.
|
ტექნოლოგიების გამოყენება მხოლოდ
ზედაპირულად უკავშირდება სასწავლო თემატიკას.
|
|
ტექნოლოგიების გამოყენება ხელს
უწყობს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ათვისებას.
|
||||
ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს
სწავლის პროცესს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებით, შესაბამისი დავალებების
და სასწავლო მასალის გამოყენებით.
|
ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს
სწავლის პროცესს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებით, დავალებებისა და სასწავლო
მასალის შესაბამისად.
|
ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების პრაქტიკას.
|
ტექნოლოგიების გამოყენება არ განაპირობებს
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას.
|
|
ტექნოლოგიების ინტეგრირება უზრუნველყოფს
მოსწავლეთა და კლასის საჭიროებების დაკმაყოფილებას.
|
||||
ჩემს გეგმაში მოსწავლეები იყენებენ
ტექნოლოგიებს, რომლებიც ყველა დონესა და ინტერესს შეესაბამება ისე, რომ თან გარკვეულ
გამოწვევას სთავაზობს მოსწავლეებს. მოსწავლეები რამეს ქმნიან ტექნოლოგიების გამოყენებით.
|
ჩემი მოსწავლეები, როგორც წესი,
იყენებენ ტექნოლოგიებს, რომლებიც მათ ასაკობრივ ჯგუფს და მრავალი ტიპის შემსწავლელსა
და სწავლის სტილს შეესაბამება.
|
ჩემი მოსწავლეები დროდადრო იყენებენ
ტექნოლოგიებს, რომელიც მათ ასაკობრივ ჯგუფს შეესაბამება.
|
მოსწავლეები იშვიათად იყენებენ ტექნოლოგიებს.
ძირითადად, გამოყენებული ტექნოლოგიები მათ დონესა და ინტერესებს არ შეესაბამება.
|
|
გამოყენებული ტექნოლოგიების სპექტრი
გონივრულად შერჩეულია და არსებულ შესაძლებლობებსა და კონკრეტულ გარემოებებს შეესაბამება.
|
გამოყენებული ტექნოლოგიების სპექტრი
გონივრულად შერჩეულია, თუმცა არსებულ შესაძლებლობებსა და კონკრეტულ გარემოებებს ზოგჯერ
არ შეესაბამება.
|
შერჩეული ტექნოლოგიების გამოყენება
ჩემი მხრიდან დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
|
შერჩეული ტექნოლოგიების გამოყენება
ჩემს კონკრეტულ სიტუაციაში, არსებული გარემოებების გამო, შეუძლებელია.
|
|
შეფასების სტრატეგიები ეფუძნება
სტანდარტებს და მიზნებს.
|
||||
შეფასების ფორმები ნათლად და დეტალურად
ითვალისწინებს სტანდარტებს, სასწავლო მიზნებს, შესწავლილ მასალას და გამართულია ორგანიზაციული
და ვიზუალური თვალსაზრისით.
|
შეფასების ფორმები ითვალისწინებს
სტანდარტებს, სასწავლო მიზნებს და შესწავლილ მასალას.
|
შეფასების ფორმები ითვალისწინებს
მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის სტანდარტებსა და სასწავლო მიზნებს.
|
შეფასების ფორმები ითვალისწინებს
მხოლოდ რამდენიმე სტანდარტსა
|
|
შეფასების სტრატეგიები მოსწავლეზეა
ორიენტირებული.
|
||||
გეგმის მიხედვით, მოსწავლეები მონაწილეობას
იღებენ შეფასების ფორმების შექმნაში და ხშირად უწევთ თანაკლასელების შეფასება ან
თვითშეფასება.
|
გეგმის ფარგლებში მოსწავლეებმა შესაძლოა
მონაწილეობა მიიღონ შეფასების ფორმების შექმნაში და თანაკლასელების შეფასებაში ან
თვითშეფასებაში.
|
გეგმის ფარგლებში მოსწავლეებმა შესაძლოა
მონაწილეობა მიიღონ თანაკლასელების შეფასებაში ან თვითშეფასებაში.
|
გეგმის ფარგლებში მოსწავლეების როლის
შეფასების პროცესში მინიმალური ან ნულოვანია.
|
|
შეფასების ფორმები ემყარება დავალების
ხარისხის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს. ჩემი შეფასებები მოსწავლეებს ეხმარება, ერთმანეთს
შეუდარონ მათი მუშაობის ხარისხი და მოლოდინები.
|
შეფასების ფორმები ემყარება ხარისხის
განმსაზღვრელ გარკვეულ კრიტერიუმებს. მოსწავლეებს შეუძლიათ, ჩემი შეფასებები გამოიყენონ
მათი მუშაობის ხარისხის გაზომვისთვის მოლოდინებთან შესადარებლად. შემოთავაზებულია
მრავალფეროვანი აქტივობები, მაგრამ არ არის მითითებული, რა მიზნებისთვის.
|
შეფასების ფორმებში ხარისხის განმსაზღვრელი
კრიტერიუმები არაა მკაფიოდ წარმოდგენილი და მოსწავლეებს გაუჭირდებათ თავიანთი პროგრესის
შეფასება.
|
მოსწავლეები ვერ გამოიყენებენ ჩემ
მიერ შეთავაზებულ შეფასების ფორმებს თვითშეფასებისთვის.
|
|
შეფასების სტრატეგიები მრავალფეროვანი
და მიმდინარეა.
|
||||
ჩემს გეგმაში ინტეგრირებულია შეფასების
ფორმალური და არაფორმალური ფორმების მრავალფეროვნება, რაც შეფასების ხუთ მიზანს შეესაბამება.
|
ჩემს გეგმაში ინტეგრირებულია შეფასების
ფორმალური და არაფორმალური ფორმები, რაც შეფასების ხუთ მიზანს შეესაბამება.
|
ჩემს გეგმაში მოსწავლეების შეფასება
იშვიათად და ტრადიციული მეთოდების გამოყენებით ხორციელდება, შეფასების ზოგიერთ მიზანს
აკმაყოფილებს.
|
მოსწავლეები ტრადიციული მეთოდით,
ერთი თემის დაფარვის შემდეგ ფასდებიან.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий