სასწავლო პროცესში სხვადასხვაგვარი პროექტები ინერგება. ეფექტური პროექტები აბალანსებენ მოსწავლეების კონტროლის დონეს მასწავლებლის მიერ დაგეგმილ იმ სტრუქტურასთან მიმართებაში, რომელიც მოსწავლის სამუშაოს მიმართულებას აძლევს. შემდეგი მახასიათებლები დაგეხმარებათ ეფექტური სასწავლო პროექტის განსაზღვრაში.
მოსწავლეები სასწავლო პროცესის ცენტრში.
კარგად შედგენილი სასწავლო პროექტები უზრუნველყოფენ მოსწავლეების ღია და აუთენტურ ამოცანებში ჩართვას. პროექტების მიზნები მოსწავლეებისაგან გადაწყვეტილებების მიღებასა და თავიანთი ინტერესების პროდუქტის შექმნისა და შესრულების უზრუნველყოფისაკენ მიმართვას მოითხოვენ. მოსწავლეები ინფორმაციის მოძიებით სწავლობენ და გარკვეულ დონეზე მართავენ თავიანთ გადაწყვეტილებებს პროექტის მიზნების შესრულებისას. მასწავლებელს ფასილიტატორის ან მსაჯის როლი აქვს. მოსწავლეები ხშირად მუშაობენ თანამშრომლობით ჯგუფებში, რაც ხელს უწყობთ მათ, რომ გამოიყენონ თავიანთი ნიჭი და უნარები.
პროექტები ფოკუსირებულია მნიშვნელოვან სასწავლო მიზნებზე, რომლებიც შეესაბამება სტანდარტებს.
კარგი პროექტები შედგენილია სასწავლო პროგრამის იმ ძირითად კონცეფციებზე დაყრდნობით, რომლებიც ეროვნულ ან ადგილობრივ სტანდარტებს ასახავს. პროექტს მკაფიო მიზნები აქვს, რომლებიც შეესაბამება სტანდარტებს და ფოკუსირებულია იმაზე, თუ რა უნდა იცოდნენ მოსწავლეებმა თავიანთი სწავლის შედეგად. მიზნებზე ორიენტირებით მასწავლებელი განსაზღვრავს შესაფერისი ცოდნის დემონსტრირებას შეფასების გეგმაში და ორგანიზებას უწევს სასწავლო აქტივობებსა და სწავლებას. საპროექტო სამუშაოს კულმინაციას წარმოადგენს მოსწავლის პროდუქტი ან შესრულება, კერძოდ დამაჯერებელი პრეზენტაცია და საინფორმაციო ბიულეტენები, რომლებიც წარმოადგენენ საგნობრივი სტანდარტისა და სასწავლო მიზნების მიღწევის დემონსტრირებას.
პროექტის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.
კითხვების მეშვეობით პროექტები ფოკუსირებულია მნიშვნელოვან შესასწავლ საკითხებზე. მოსწავლეებისათვის პროექტის გაცნობა ისეთი კითხვების მეშვეობით ხდება, რომლებიც ინტერდისციპლინარული იდეების გენერირებას მოითხოვს. მოსწავლეებს აქვთ გამოწვევა, რომ საკითხის სიღრმისეულად შესწავლით გასცენ პასუხი შინაარსობრივ კითხვებს, რომლებიც ფოკუსირებულია სტანდარტებსა და მიზნებზე. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების სამი ტიპი არსებობს: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ზოგადი კითხვები წარმოადგენენ ფართო ღია კითხვებს, რომლებიც დიდ იდეებს და მტკიცე კონცეფციებს ეხება. ისინი ხშირად ინტერდისციპლინარულია და ეხმარება მოსწავლეებს, რომ საგნებს შორის კავშირი დაინახონ. თემატური კითხვები მჭიდროდ დაკავშირებულია პროექტთან და ხელს უწყობს კვლევას არსებით კითხვაზე საპასუხოდ. თემატური კითხვები აჩვენებენ, თუ რამდენად კარგად იგებს მოსწავლე პროექტის ძირითად კონცეფციას. შინაარსობრივი კითხვები კი უფრო ფაქტებზე დაფუძნებულია და ითვალისწინებს არსებულ სტანდარტებსა და მიზნებს.
პროექტები მიმდინარე შეფასებას და შეფასების სხვადასხვა ტიპებს მოიცავენ.
მოლოდინები ნათლად განისაზღვრება პროექტის დასაწყისში და შეფასების სხვადასხვა მეთოდით მრავალჯერ ფასდება, თუ რამდენად გაიგო საკითხი მოსწავლემ. მოსწავლეებს აქვთ ხარისხიანი ნამუშევრის მოდელები და სახელმძღვანელო პრინციპები, მათ პროექტის დასაწყისშივე იციან რას ელიან მათგან. რეფლექსიის, უკუკავშირისა და რეგულირების შესაძლებლობები ჩართულია პროექტში.
პროექტი უკავშირდება რეალურ სამყაროს.
პროექტები რელევანტურია მოსწავლეების ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან და ყოველდღიურებასთან. პროექტების განხორციელებისას საჭიროა კავშირი თემთან და ექსპერტებთან, რომლებსაც შეუძლიათ ინფორმაციის მოწოდება სწავლების კონტექსტში. მოსწავლეებს შეუძლიათ ნამუშევარი წარუდგინონ აუთენტურ საზოგადოებას, იურთიერთონ საზოგადოებასთან / თემთან ინფორმაციის მოძიებისათვის, მიმართონ ექსპერტს ან დაუკავშირდნენ ერთმანეთს ტექნოლოგიების გამოყენებით.
მოსწავლეები აჩვენებენ თავიათ ცოდნას პროდუქტისა და შესრულების მეშვეობით.
ჩვეულებრივ პროექტის კულმინაციაა მოსწავლის მიერ ნასწავლის დემონსტრირება პრეზენტაციებით, წერილობითი დოკუმენტებით, თვალსაჩინო მასალით, შეთავაზებებით ან სიმულირებული ღონისძიებებით, მაგალითად იმიტირებული სასამართლო პროცესი. ეს საბოლოო პროდუქტები მოსწავლეებს ნასწავლი გამოხატვისა და გათავისების საშუალებას აძლევს.
ტექნოლოგია ხელს უწყობს და აძლიერებს მოსწავლის სწავლას.
მოსწავლეებს აქვთ წვდომა სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიის გამოყენებაზე, რომლებიც ხელს უწყობენ აზროვნების უნარების, შინაარსობრივი ანალიზისა და საბოლოო პროდუქტების შექმნის განვითარებას. ტექნოლოგიების დახმარებით მოსწავლეები მართავენ თავიანთ საბოლოო შედეგს და აქვთ შესაძლებლობა, რომ მოახდინონ პროდუქტის დასრულება. მოსწავლეებს ასევე შეუძლიათ გააღწიონ თავიანთი საკლასო ოთახიდან და ითანამშრომლონ მოშორებით მყოფ კლასებთან ელ. ფოსტისა და მათ მიერ შექმნილი ვებ-გვერდების მეშვეობით, ან წარუდგინონ მათ ნასწავლი მულტიმედიის საშუალებით.
აზროვნების უნარები ინტეგრირებულია საპროექტო სამუშაოში.
პროექტზე მუშაობა ხელს უწყობს მეტაშემეცნებისა და კოგნიტური აზროვნების უნარების განვითარებას, როგორიცაა თანამშრომლობა, თვით-მონიტორინგი, მონაცემთა ანალიზი და ინფორმაციის შეფასება. პროექტზე მუშაობისას მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები მოსწავლეებს უქმნიან გამოწვევებს, რომ იფიქრონ და გააკეთონ კავშირები სხვადასხვა ცხოვრებისეულ კონცეფციებთან.
სწავლების სტრატეგიები განსხვავებულია და ხელს უწყობს სხვადასხვა სწავლის სტილს.
სწავლების სტრატეგიები ამდიდრებს სწავლის გარემოს და ავითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს. სწავლების სტრატეგიების ნაკრები უზრუნველყოფს, რომ სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული მასალა ათვისებადი და გასაგები იყოს ყველა მოსწავლისათვის და შექმნას შესაძლებლობა, რომ ყოველი მათგანი წარმატებული იყოს. სწავლება შესაძლოა მოიცავდეს სხვადასხვა თანამშრომლობითი ჯგუფების სტრატეგიის, გრაფიკული ორგანაიზერების, მასწავლებლისა და თანასწორთა უკუკავშირის გამოყენებას.
გადახედეთ პროექტის მახასიათებლებს და განიხილეთ, როგორ
განახორციელებთ ზოგიერთი ელემენტის ინტეგრირებას საგაკვეთილო გეგმაში. ასევე, მიღებული
ინფორმაცია გამოიყენეთ საინფორმაციო ბროშურის ან ახალი ამბების ბიულეტენის შექმნისას,
რათა დაინტერესებულ მხარეებს აუხსნათ, როგორ და რატომ გამოიყენება პროექტები სასწავლო
პროცესში.
პროექტზე დაფუძნებული ეფექტური გაკვეთილის
მახასიათებლები
|
შენიშვნები
|
|
სასწავლო პროცესი ორიენტირებულია მოსწავლეებზე
|
||
პროექტი ეფუძნება მნიშვნელოვან სასწავლო ამოცანებს
და შეესაბამება სტანდარტებს
|
||
პროექტი ეფუძნება მიმართულების მიმცემ საკვანძო
შეკითხვებს
|
||
პროექტში ინტეგრირებულია მიმდინარე და შემაჯამებელი
შეფასების კომპონენტები?
|
||
პროექტში შეტანილია ურთიერთდაკავშირებული
დავალებები და აქტივობები, რომლებიც დროშია გაწერილი
|
||
პროექტი უკავშირდება რეალურ ცხოვრებას
|
||
მოსწავლეები წარმოადგენენ თავიანთ ცოდნასა
და უნარ-ჩვევებს ნამუშევრების გამოქვეყნებით, პრეზენტაციით ან გამოფენით.
|
||
ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს და
აძლიერებს სწავლის პროცესს
|
||
აზროვნების უნარ-ჩვევების გამოყენება პროექტზე
მუშაობის განუყოფელი ნაწილია
|
||
სწავლების მრავალფეროვანი მეთოდები ეხმარება
სწავლის სხვადასხვა სტილის მქონე მოსწავლეებს.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий